July 6, 2009 kunculebi

ქართველები სოციალურ ქსელებში 
  ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებს მივეძალე. არ ვიცი უსაქმურობის თუ სიზარმაცის გამო. ალბათ უფრო მეორის დამსახურებაა, თორემ მალე გამოცდა მაქვს და არაფერი მიმეცადინია. აჯობებს სოციალურ ქსელებს დავუბრუნდე, თორემ ჩემს სიზარმაცეზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ყველაზე ნორმალური facebook-ია. ისე ბავრი რამეა დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ხალხთან იმეგობრებ. მე გამიმართლა და კარგ სასტავში მოვხვდი. ბევრ სტატიებს და ვიდეოებს დებენ. ტელევიზორის ყურებაც აღარ მჭირდება ისე ვიგებ მნიშვნელოვან ამბებს. ბევრი საინტერესო ადამიანიც გავიცანი და ბევრ რამეზეც სერიოზულად დავფიქრდი. ორი კვირის წინ ჩემი მეგობარიც დარეგისტრირდა, მეილი ვიცოდი და პაროლის გამოცნობაც არ გამჭირვებია. ისეთ დროს შევიპარე თვითონაც საიტზე რომ იყო და მისი მეგობრების თვალიერება დავიწყე (სულ 40 კაცი). მათ ძირითად ნაწილს ვიცნობდი და მაინტერსებდა რითი ერთობოდნენ. დიდი ვერაფერი აღმოვაჩინე, რამდენიმე ტესტი (ფცბ-ზე ქუიზებს რომ ეძახიან) და ყოუტუბე-დან გადმოტანილი რამდენიმე ვიდეო (ბრიტნი სპირსის და აკონ-ის კლიპები).
   საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი odnoklassniki-ც წარმატებით ავითვისე. აქ ჩემი მეგობრების უმრავლესობას კლასელები წარმოადგენენ. თვეში ერთხელ მოვიკითხავ ხოლმე, skype-ში დამატება არ მინდა, ხშირად მომიწევს მიწერა. ერთერთმა კლასელმა დამიმატა დაახლოებით ერთი თვის წინ. სულ ერთი წელი ვსწავლობდით ერთად და არც მახსოვდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საუკეთესო მეგობრად მთვლის. ძალიან გამიკვირდა და მერე შემეცოდა. ჩემს სკოლაში სოფლიდან გადმოვიდა მეცხრე კლასში. ბავშვები დასცინოდნენ მეტყველების გამო. პირველ დღეს კლასელის ძაან ძერსკ დედიკოს “მეიცა ქალო” დაუძახა. კლასელები ბავშვობიდან, უმრავლესობა  ბაღიდან ვმეგობრობდით და ახალ სუბიექტთან შეგუება გაუჭირდათ. მე ვცდილობდი დავხმარებოდი და ჩემს მეგობრებთან დამეახლოებინა. რამდენჯერმე ჩემთანაც დავპატიჟე, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მალე მე საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და თეა სულ დამავიწყდა. ხოდა, 3 წლის მერე მიპოვა და დიდხანს ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ვერსად ჩააბარა და ორ ადგილას მუშაობს, სალონში და ინტერნეტ კაფეში. სურათებზე ძალიან გალამაზებული მეჩვენა და ცოტა გამიკვირდა, მაგრამ კომპლიმენტის მეტი ვერაფერი შევკადრე, არადა აშკარად ჩანდა ფოტოშოფის ნამუშევარი. არ ვიცი გულახდილობის ხასიათზე იყო, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ისეთი რაღაცები მითხრა მთელი კვირა დაგრუზული დავდიოდი. ამ სურათებზე მთელი დღე ვმუშაობდი, გოგო ვარ და მინდა ხანდახან მაინც მითხრან კომპლიმენტებიო. უბანში დამცინიან ეს ვისი სურათები გიდევსო, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ვერავინ წარმოიდგენს რამდენს ნიშნავს ჩემთვის სულ ცოტა ყურადღებაო.
 თეასგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი odnoklsaaniki-ს ქართულ ვარიანტზე geoclass-ზე გავიცანი. აქ კონსპირაციის მიზნით სხვისი სახელით შევედი. ერთერთ ფორუმზე პოსტი ვნახე რამდენი ლესბოსელი ყოფილა საქართველოში და არ მცოდნიაო. ავტორს geoclass-ის ლინკი ედო და დამაინტერესა, იქნებ მომავალში გამომადგეს სტატიისთვის და დავრეგისტრირდი. სულ 5 წუთის შესული ვიყავი ირაკლიმ რომ მოწერა, ჩვეულებრივად ვისაუბრეთ. ჩემი აღშფოთება ვერ დავმალე იმ მესიჯების გამო რასაც მიგზავნიდნენ. თითქმის ყველას სექსს მთავაზობდა (განურჩევლად სქესისა და ასაკისა) თან ტექსტები უფრო და უფრო გულისამრევი ხდებოდა. მალე მივხვდი რაც ხდებოდა, რამდენიმე “ლესბოსელის” კომენტარებს გადავხედე და აღმოჩნდა, რომ მათ უკან ბიჭები იმალებოდნენ, რომლებიც ლესბოსელობით აბამდენენ გოგოებს. კომენტარები ცალკე თემაა, ძირითადად რამდენიმე ბავშვის კომენტი იდო (ბავშვში 12-13 წლის გოგო-ბიჭები იგულისხმება), გინებებით. ეხლა ირაკლის მივუბრუნდეთ. ძალიან საინტერესო პიროვნებაა. 23 წლისაა, თბილისში ცხოვრობს (სავარაუდოდ მშობლებთან ერთად), არსად მუშაობს, დედ-მამა არჩენენ და არც ბებიის პენსიაზე ამბობს უარს. უყვარს სპორტი, მანქანები (რომელიც გაფუჭებული ჰყავს და 300 ლარს აგროვებს გასაკეთებლად, 115 უკვე აქვს 200 ჭირდება)  და თუ ხასიათზეა ცეკვაც. ირაკლისთვის ცხოვრებაში მთავარი სექსია. ახლაც ჰყავს გოგო, რომელთანაც ინტიმი აქვს (ინტიმი მისი განმარტებით _ მოფერება,კოცნასა და სექსს შორის). აპირებს ამ გოგოს დაშორდეს, მარტო ვირტუალურად ვუნდივარ, რომ მხვდება ვერაფერს ბედავსო. ირაკლის მსგავს ბიჭებს ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა და მეორე საღამოსაც შევაღე ქართული კლასის ვირტუალური კარები. მალევე მომწერა და დიდხანს ვისაუბრეთ. სიყვარულის სჯერა. ერთხელ უყვარდა კიდეც, მაშინ 15წლის იყო. მისი ტრფობის ობიექტი ყველაფერს უგებდა და არც ინტიმზე ეუბნებოდა უარს. თუ ვინმე მისი მსგავსი ვერ ვიპოვე არასოდეს შემიყვარდებაო. სურათებზე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, კარგი ტანი აქვს და საკამოდ მოვლილიცაა. ძალიან საინტერესო კომენტარები ჰქონდა. ბევრი ლანძღავდა შეფასებად 1 რატომ  დაგვიწერე და დაგიშავეთო, მეორე ნაწილი კომპლიმენტებს ეუბნებოდა. ერთ გოგოს კი 5 მდე კომენტარი ჰქონდა გაკეთებული და ხუთივეში ნაგავს და ნაბიჭვარს ეძახადა. ყველაფერი ნათელი ირაკლის კომენტარმა გახადა “ჩემი ყოფილი ნაშა რა გამწარებული არის.”
  მეგობრებო!!!!! ჩემი რჩევაა რაც შეიძლება ნაკლები დრო ვატაროთ სოციალურ ქსელებსა და მსგავს საიტებზე. მერწმუნეთ დროის ფუჭი ხარჯვაა.

Entry Filed under: Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to comments via RSS Feed

Pages

Categories

Calendar

July 2009
M T W T F S S
     
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

Most Recent Posts

 
%d bloggers like this: