არაფერი მაქვს მნიშვნელოვანი დასაწერი, მაგრამ რომ არ დამეწერა გული გამისკდებოდა… ხანდახან როგორ მინდება ყველაფერი დავივიწყო და ის გავაკეთო რაც მინდა… ამ წამს ადამიანი მჭირდება, რომელიც გვერდში ამომიდგება, მაგრამ არავინაა… თითქოს სპეციალურად ის ადამიანიც გამოჩნდა, რომელიც მინდოდა (შეიძლება ეხლაც მინდა) რომ ასეთ მომენტებში ჩემთან ყოფილიყო. თითქოს გრძნობს ყველაფერი კარგად რომ მაქვს, მოვა ამაფორიაქებს და მერე იკარგება… მერე მთელი თვე თუ (მეტი არა) უნდა ვიარო დადებილებულმა და თავი ვიდანაშაულო… ათასჯერ წავიკითხო ჩვენი საუბარი და “შეცდომა” ვეძებო…
    დავიღალე… მართლა ძალიან დავიღალე… შეიძლება სამი წელი ერთი და იგივე ხდებოდეს? ვიცი რომ არა, მაგრამ მაინც ვერ ვერევი თავს… ამჯერად, ორიგინალურად გამოჩნდა… წერილი დამხვდა რა საყვარელი ხარო… არ მოველოდი და მადლობასთან ერთად ისიც ვკითხე როგორ იყო… აი, აქ დავუშვი მთავარი შეცდომა, არ უნდა  მიმეცა უფლება კიდევ ერთხელ შემომძვრალიყო ჩემს ცხოვრებაში… რა უნდა? სამი წელია ამ შეკითხვას ვუსვამ ჩემს თავს და პასუხს ვერ ვპოულობ… ახლაც ვზივარ კომპიუტერთან, სიბნელეში  და ცრემლებს ვაღვარღვარებ… რამდენჯერ დავპირდი საკუთარ თავს, რომ იმ იდიოტის გამო არ ვიტირებდი, მაგრამ…
     ყოველთვის როცა ის დაიკარგება ერთ სიმღერას ვუსმენ… ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს მე ვიყო ამ სიმღერის ავტორი…           forgive, sounds good.
                                         Forget, I’m not sure I could.
                                         They say time heals everything,
                                         But I’m still waiting

Add a comment July 8, 2009

ქართველები სოციალურ ქსელებში 
  ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებს მივეძალე. არ ვიცი უსაქმურობის თუ სიზარმაცის გამო. ალბათ უფრო მეორის დამსახურებაა, თორემ მალე გამოცდა მაქვს და არაფერი მიმეცადინია. აჯობებს სოციალურ ქსელებს დავუბრუნდე, თორემ ჩემს სიზარმაცეზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ყველაზე ნორმალური facebook-ია. ისე ბავრი რამეა დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ხალხთან იმეგობრებ. მე გამიმართლა და კარგ სასტავში მოვხვდი. ბევრ სტატიებს და ვიდეოებს დებენ. ტელევიზორის ყურებაც აღარ მჭირდება ისე ვიგებ მნიშვნელოვან ამბებს. ბევრი საინტერესო ადამიანიც გავიცანი და ბევრ რამეზეც სერიოზულად დავფიქრდი. ორი კვირის წინ ჩემი მეგობარიც დარეგისტრირდა, მეილი ვიცოდი და პაროლის გამოცნობაც არ გამჭირვებია. ისეთ დროს შევიპარე თვითონაც საიტზე რომ იყო და მისი მეგობრების თვალიერება დავიწყე (სულ 40 კაცი). მათ ძირითად ნაწილს ვიცნობდი და მაინტერსებდა რითი ერთობოდნენ. დიდი ვერაფერი აღმოვაჩინე, რამდენიმე ტესტი (ფცბ-ზე ქუიზებს რომ ეძახიან) და ყოუტუბე-დან გადმოტანილი რამდენიმე ვიდეო (ბრიტნი სპირსის და აკონ-ის კლიპები).
   საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი odnoklassniki-ც წარმატებით ავითვისე. აქ ჩემი მეგობრების უმრავლესობას კლასელები წარმოადგენენ. თვეში ერთხელ მოვიკითხავ ხოლმე, skype-ში დამატება არ მინდა, ხშირად მომიწევს მიწერა. ერთერთმა კლასელმა დამიმატა დაახლოებით ერთი თვის წინ. სულ ერთი წელი ვსწავლობდით ერთად და არც მახსოვდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საუკეთესო მეგობრად მთვლის. ძალიან გამიკვირდა და მერე შემეცოდა. ჩემს სკოლაში სოფლიდან გადმოვიდა მეცხრე კლასში. ბავშვები დასცინოდნენ მეტყველების გამო. პირველ დღეს კლასელის ძაან ძერსკ დედიკოს “მეიცა ქალო” დაუძახა. კლასელები ბავშვობიდან, უმრავლესობა  ბაღიდან ვმეგობრობდით და ახალ სუბიექტთან შეგუება გაუჭირდათ. მე ვცდილობდი დავხმარებოდი და ჩემს მეგობრებთან დამეახლოებინა. რამდენჯერმე ჩემთანაც დავპატიჟე, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მალე მე საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და თეა სულ დამავიწყდა. ხოდა, 3 წლის მერე მიპოვა და დიდხანს ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ვერსად ჩააბარა და ორ ადგილას მუშაობს, სალონში და ინტერნეტ კაფეში. სურათებზე ძალიან გალამაზებული მეჩვენა და ცოტა გამიკვირდა, მაგრამ კომპლიმენტის მეტი ვერაფერი შევკადრე, არადა აშკარად ჩანდა ფოტოშოფის ნამუშევარი. არ ვიცი გულახდილობის ხასიათზე იყო, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ისეთი რაღაცები მითხრა მთელი კვირა დაგრუზული დავდიოდი. ამ სურათებზე მთელი დღე ვმუშაობდი, გოგო ვარ და მინდა ხანდახან მაინც მითხრან კომპლიმენტებიო. უბანში დამცინიან ეს ვისი სურათები გიდევსო, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ვერავინ წარმოიდგენს რამდენს ნიშნავს ჩემთვის სულ ცოტა ყურადღებაო.
 თეასგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი odnoklsaaniki-ს ქართულ ვარიანტზე geoclass-ზე გავიცანი. აქ კონსპირაციის მიზნით სხვისი სახელით შევედი. ერთერთ ფორუმზე პოსტი ვნახე რამდენი ლესბოსელი ყოფილა საქართველოში და არ მცოდნიაო. ავტორს geoclass-ის ლინკი ედო და დამაინტერესა, იქნებ მომავალში გამომადგეს სტატიისთვის და დავრეგისტრირდი. სულ 5 წუთის შესული ვიყავი ირაკლიმ რომ მოწერა, ჩვეულებრივად ვისაუბრეთ. ჩემი აღშფოთება ვერ დავმალე იმ მესიჯების გამო რასაც მიგზავნიდნენ. თითქმის ყველას სექსს მთავაზობდა (განურჩევლად სქესისა და ასაკისა) თან ტექსტები უფრო და უფრო გულისამრევი ხდებოდა. მალე მივხვდი რაც ხდებოდა, რამდენიმე “ლესბოსელის” კომენტარებს გადავხედე და აღმოჩნდა, რომ მათ უკან ბიჭები იმალებოდნენ, რომლებიც ლესბოსელობით აბამდენენ გოგოებს. კომენტარები ცალკე თემაა, ძირითადად რამდენიმე ბავშვის კომენტი იდო (ბავშვში 12-13 წლის გოგო-ბიჭები იგულისხმება), გინებებით. ეხლა ირაკლის მივუბრუნდეთ. ძალიან საინტერესო პიროვნებაა. 23 წლისაა, თბილისში ცხოვრობს (სავარაუდოდ მშობლებთან ერთად), არსად მუშაობს, დედ-მამა არჩენენ და არც ბებიის პენსიაზე ამბობს უარს. უყვარს სპორტი, მანქანები (რომელიც გაფუჭებული ჰყავს და 300 ლარს აგროვებს გასაკეთებლად, 115 უკვე აქვს 200 ჭირდება)  და თუ ხასიათზეა ცეკვაც. ირაკლისთვის ცხოვრებაში მთავარი სექსია. ახლაც ჰყავს გოგო, რომელთანაც ინტიმი აქვს (ინტიმი მისი განმარტებით _ მოფერება,კოცნასა და სექსს შორის). აპირებს ამ გოგოს დაშორდეს, მარტო ვირტუალურად ვუნდივარ, რომ მხვდება ვერაფერს ბედავსო. ირაკლის მსგავს ბიჭებს ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა და მეორე საღამოსაც შევაღე ქართული კლასის ვირტუალური კარები. მალევე მომწერა და დიდხანს ვისაუბრეთ. სიყვარულის სჯერა. ერთხელ უყვარდა კიდეც, მაშინ 15წლის იყო. მისი ტრფობის ობიექტი ყველაფერს უგებდა და არც ინტიმზე ეუბნებოდა უარს. თუ ვინმე მისი მსგავსი ვერ ვიპოვე არასოდეს შემიყვარდებაო. სურათებზე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, კარგი ტანი აქვს და საკამოდ მოვლილიცაა. ძალიან საინტერესო კომენტარები ჰქონდა. ბევრი ლანძღავდა შეფასებად 1 რატომ  დაგვიწერე და დაგიშავეთო, მეორე ნაწილი კომპლიმენტებს ეუბნებოდა. ერთ გოგოს კი 5 მდე კომენტარი ჰქონდა გაკეთებული და ხუთივეში ნაგავს და ნაბიჭვარს ეძახადა. ყველაფერი ნათელი ირაკლის კომენტარმა გახადა “ჩემი ყოფილი ნაშა რა გამწარებული არის.”
  მეგობრებო!!!!! ჩემი რჩევაა რაც შეიძლება ნაკლები დრო ვატაროთ სოციალურ ქსელებსა და მსგავს საიტებზე. მერწმუნეთ დროის ფუჭი ხარჯვაა.

Add a comment July 6, 2009

ამ ბლოგის იდეა მე და N-ს ერთერთი სატელეფონო საუბრის მერე მოგვივიდა, დაახლოებით ორი კვირის წინ. ორივეს ძალიან გვიყვარს წერა და გადავწყვიტეთ ამ ბლოგის გაკეთება. აქ დავწერთ ყველაფერზე…
   ახლა, ცოტა რამ ჩვენს შესახებ. მე K ვარ, N საუკეთესო მეგობარია. არა, მეგობარი არაა, რაღაც უფრო მეტია. დიდი ხანია რაც ვმეგობრობთ, მალე 5 წელი გახდება. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შემიძლია ყველაფერი მოვუყვე. არ შემეშინდეს გაკიცხვის ან დაცინვის. ერთი სიტყვით უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
    მაშ ასე, კეთილი იყოს ჩვენი ფეხი wordpress-ზე.

Add a comment July 2, 2009

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

1 comment July 2, 2009

Pages

Categories

Links

Meta

Calendar

August 2014
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Most Recent Posts

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.